logo_geo
ჯარედ ლეტო „ბლექ სი არენაზე“ საქართველოს დროშით გამოვიდა
- +

14 აგვისტო. 2019. 00:19

 

„ბლექ სი არენაზე“ ბენდ „Thirty Seconds to Mars“-ის კონცერტი იმართება. ოსკაროსანი მსახიობი და მომღერალი ჯარედ ლეტო სცენაზე საქართველოს დროშით გამოვიდა.

 

ბენდი ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, ჯარედ და შენონ ლეტოებმა შექმნეს. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს „A Beautiful Lie“ უკავშირდება. შემდეგ ამერიკულმა ჯგუფმა კიდევ სამი წარმატებული ალბომი გამოსცა, რომლის პარალელურად ბენდი მსოფლიოს ყველა დიდ ფესტივალებსა და საკონცერტო სივრცეებში დაკვრას განაგრძობდა. 2013 წელს, ალბომის „Love, Lust, Faith and Dreams“ შემდეგ, ბენდმა ხუთწლიანი პაუზა აიღო, რასაც მოჰყვა არტ პოპ და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი „America“. სწორედ ამ ჩანაწერს მოჰყვა ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომელის ფარგლებშიც „Thirty Seconds to Mars“ საქართველოს ეწვია.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი