logo_geo
ლევან გელბახიანი სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდოს მფლობელი გახდა
- +

23 აგვისტო. 2019. 16:55

 

 

22 აგვისტოს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ფესტივალის პრიზებისთვის სულ 53 ფილმი იბრძოდა.

 

გამარჯვებულებს შორის დასახელდა ლევან გელბახიანი. ლევანი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს – „სარაევოს გულის“ მფლობელი გახდა ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესრულებული მთავარი როლისთვის.

 

საკონკურსო სექციების გარდა, კინოფესტივალის საპატიო ჯილდო „სარაევოს გული“ გადაეცათ მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს, პაველ პავლიკოვსკის, იზაბელ იუპერსა და ტიმ როთს.

 

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს სულ 3 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ“, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში  აჩვენეს ირინე ჟორდანიას „მარქსის ქუჩა 12“, ხოლო სტუდენტური ფილმების კონკურსში – პეტრე თომაძის „ღამის სეანსი“.

 

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ტარდება და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანეს კინოღონისძიებად ითვლება.

 

 

big_banner
არქივი