logo_geo
გელა ჩარკვიანი: უნდა წარმოიდგინოთ როგორი გრძნობებია ჩემს გულში
- +

22 ნოემბერი. 2016. 03:39

 

 

„თოვლიან ქართა დევნით დაღლილი, გადაუქროლებს ჩემს ქანდაკებას მერცხალთა გუნდი, მე ისევ მოვალ, მხოლოდ არავის არ გაუმხილო, რომ მე დავბრუნდი",- ეს სიტყვები დიპლომატმა გელა ჩარკვიანმა შვილის, ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნაზე წარმოსთქვა.


„ირაკლის სწამდა რომ მას დაუფასებდნენ და მიხარია რომ ის ასე დააფასეს. მართალია ის ამბობს - ნურავის ნუ გაუმხელთ, რომ მე დავბრუნდიო. დღეს ირაკლი დაბრუნდა და ჩვენ ყველს გავუმხილეთ.ერთიც მინდა გითხრათ, იშვიათია, რომ მამა ესწრებოდეს ხელოვანი შვილის ძეგლის გახსნას, უნდა წარმოიდგინოთ როგორი გრძნობებია ჩემს გულში. ისეთი ძლიერი მუხტია, რომ მეჩვენება, რომ ის აუცილებლად გაარღვევს ჩვენი სამყაროს კიდეებს და გავა იმ რეალობაში სადაც მეგულება ირაკლი",- განაცხადა ჩარკვიანმა. 





 

big_banner
არქივი