logo_geo
ცნობილი ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

4 სექტემბერი. 2019. 14:33

 

მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ცნობა ლინდბერგის გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახმა გაავრცელა.

 

ცნობილი ფოტოგრაფი წარმოშობით გერმანელი, პოლონეთის ქალაქ ლესნოში დაიბადა 1944 წელს. პიტერმა მოდის ინდუსტრიაში გამოჩენისთანავე მალევე დაიმკვიდრა თავისი ადგილი და მხოლოდ ცნობილი გამოცემებისთვის იღებდა ფოტოებს. 

 

პიტერ ლინდბერგმა პირველივე დღიდან შეუქმნა ახალი გამოწვევები მოდის სამყაროს. ფოტოგრაფი ცნობილია ვარსკვლავების შავ-თეთრი ფოტოებით და მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათი, ბრიტანული „Vogue“-თვის გადაღებული - პიტერ ლინდბერგის ნამუშევარია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი