logo_geo
დიმიტრი გვრიტიშვილი: შერჩეული კანდიდატები კვალიფიკაციით, კეთილსინდისიერებით შეესაბამებიან ახალ სტატუსს
- +

4 სექტემბერი. 2019. 22:52

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები თავიანთი კვალიფიკაციით, კეთილსინდისიერებით სრულად შეესაბამებიან იმ ახალ სტატუსს, რომელსაც წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ამის შესახებ გვრიტიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციანი სიის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ვულოცავ ყველა მათგანს ამ წარმატებას და შემდგომ ვუსურვებ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას. გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატები არიან ძალიან ღირსეულნი, როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლეობის გამოცდილების მქონე კანდიდატები, ვფიქრობ, მათ საქართველოს პარლამენტისგან სათანადო მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ და ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უნდა გამწესდნენ.

 

ჩვენ გავიარეთ რთული, მრავალეტაპიანი და აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმისა და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად შეიქმნა. ეს არის უპრეცედენტო პროცედურა, შესაბამისი საჯაროობით.

 

პროტესტი, რა თქმა უნდა, ექნება ზოგიერთ ტენდენციურ სუბიექტს, რომელიც არაერთგზის გამოირჩეოდა სასამართლოს მიმართ არაობიექტური შეფასებით, გაყალბებული კვლევების წარმოდგენებით. აქედან გამომდინარე, მთავარია შედეგი, რაც დაიდო“, – აღნიშნა გვრიტიშვლმა.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 48 კანდიდატიდან 20 ადამიანი შეარჩია, რომლებსაც უახლოეს დღეებში დასამტკიცებლად პარლამენტს გაუგზავნის.

 

 

 

big_banner
არქივი