logo_geo
ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“ „ჯოკერმა“ მიიღო
- +

8 სექტემბერი. 2019. 00:10

 

 

კინოს ისტორიაში პირველად კომიქსმა უმაღლესი ჯილდო „ოქროს ლომი“ დაიმსახურა. ფილმი ჯოკერის, როგორც ბოროტმოქმედის შექმნის საწყისებზე მოგვითხრობს. მოქმედება 80-იანი წლების გოთემში ხდება. ფილმის მთავარი გმირი არტურ ფლეკია, შეუმდგარი სტენდ-აფ კომიკოსი, რომელიც შემდეგ სადისტი კლოუნი და კრიმინალის პრინცი ხდება.

 

ფილმ „ჯოკერის“ სიუჟეტი ალან მურის და ბრაიან ბოლანდის გრაფიკული ნოველაზეა დაფუძნებული. მასში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.

 

ჯოკერის როლი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მსახიობებმა – ჯეკ ნიკოლსონმა, ჰიტ ლეჯერმა, ჯარედ ლეტომ ითამაშეს. ამათგან პერსონაჟი ყველამ განსხვავებული მიმართულებით განავითარა, თუმცა ყველა შემთხვევაში, ჯოკერისთვის იმიჯი და თეატრალურობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

რეჟისორ ტოდ ფილიპსის თქმით, კი ჰიტ ლეჯერის მიერ შექმნილი ჯოკერის როლი ოქროს სტანდარტია იმის საჩვენებლად, თუ რად გადაიქცა ეს პერსონაჟი.

 

ამასთან, ჟიურის პრიზი დაიმსახურა რომან პოლანსკიმ. მისი ახალი ფილმი „ოფიცერი და ჯაშუში“ ინგლისელი ნოველისტის რობერტ ჰარისის ნაწარმოებზეა დაფუძნებული. ფილმში მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობი ჟან დიუჟარდინი და ლუის გარელი ასრულებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი