logo_geo
BIAFF-ზე, კინოში შეტანილი წვლილისთვის, მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე დაჯილდოვდა
- +

16 სექტემბერი. 2019. 01:15

 

 

ბათუმი საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს BIAFF-ს მასპინძლობს. ფესტივალი დღეს საზეიმოდ გაიხსნა და კინოში შეტანილი წვლილისთვის ნომინაციებში გამარჯვებულები დასახელდნენ.

 

ჯილდოები გადაეცათ მსახიობ მანუჩარ შერვაშიძეს, ფრანგ მსახიობს დენის ლავანის, ამერიკელ სცენარისტს და რეჟისორს პოლ შრედერს.

 

მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება ზღვისპირა ქალაქის კინოთეატრში და ღია ცის ქვეშ მოეწყობა. კონკურსზე 30-მდე ქვეყნიდან 70-მდე ფილმი იქნება წარმოდგენილი, საერთაშორისო ჟიური კი რჩეულებს გამოავლენს. ფესტივალის ფარგლებში უცხოელი რეჟისორები მასტერკლასებსაც ჩაატარებენ.

 

BIAFF წელს მე-14 ტარდება და რვა დღეს გაგრძელდება.

 

გასულ წელს BIAFF 2018-ის გამარჯვებულები ფილმები სამ კატეგორიაში გამოვლინდა: საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმები.

 

 

 

big_banner
არქივი