logo_geo
პორტუგალიაში ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხი განიხილება
- +

20 სექტემბერი. 2019. 11:20

 

 

პორტუგალიაში ხვალ ისტორიული ბაღების ევროპული კავშირი გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების საკითხს განიხილავენ. კავშირში ახალი წევრი ქვეყნის მიღების შესახებ ქალაქ სინტრაში იმსჯელებენ, სადაც სახელწოდებით – „ახალი ერა ისტორიული ბაღების მართვასა და შენარჩუნებაში” ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის მესამე საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს.

 

ფორუმს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ხელმძღვანელობით, პირველად ესწრება საქართველოს დელეგაცია.

 

საქართველოსთან ერთად, ევროპული გაერთიანების წევრობის კანდიდატია გერმანიაც.

 

ისტორიული ბაღების ევროპული კავშირი ქმნის „ისტორიული ბაღების მარშრუტს”, რომელიც ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტებში წევრიანდება.

 

სააგენტო განმარტავს, რომ ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში შესვლის შემთხვევაში, საქართველო ავტომატურად ჩაერთვება ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში, სადაც ის ხუთი ისტორიული ბაღით იქნება წარმოდგენილი – თბილისის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი და წინანდლის ჭავაჭვაძეების ისტორიული ბაღი.

 

ამასთან, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აღნიშავს, ევროპულ მარშრუტში საქართველოს ისტორიული ბაღების გაწევრიანება ქვეყნის საბაღე-საპარკე ხელოვნების ძეგლებზე ისტორიული ბაღებით დაინტერესებული ვიზიტორების რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის.

 

ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში ამ დრომდე გაწევრიანებულია მხოლოდ სამი ქვეყანა: ესპანეთი, იტალია და პორტუგალია.

 

big_banner
არქივი