საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის – ისტორიული მუზეუმის შენობის, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას იწყებს.
პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს.
აღნიშნულ პროექტზე უკვე დასრულდა სატენდერო პროცედურები და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, შპს „იკორთა2007“, რომელიც სამუშაოებს მიმდინარე წლის შემოდგომას დაიწყებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.