იტალიური მოდის სახლის, „გუჩის“ ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი, ანა გავვა და ლიკა რიგვავა გამოვიდნენ.
მოდელებმა 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინეს.
„გუჩის“ ჩვენებამ მილანის მოდის კვირეული დახურა.
აღსანიშნავია, რომ „გუჩი“ დღეს ყველაზე გაყიდვად ბრენდად ითვლება, ხოლო მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო (ლალო) მიკელე ყველაზე პოპულარულ დიზაინერად.