საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში კინომწარმოებელი კომპანიის „Paramount Pictures“ ხელმძღვანელს ჯიმ გიანოპულოსს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
შეხვედრა ბიზნესმენ მაიკ ბლუმბერგის მიერ ორგანიზებული გლობალური ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში შედგა. საუბარი შეეხო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მომავალს და ჰოლივუდის კომპანიების მიერ საქართველოში ფილმების გადაღების პერსპექტივას.
სალომე ზურაბიშვილი დღეს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.