logo_geo
სალომე ზურაბიშვილი კინომწარმოებელი კომპანია „Paramount Pictures“-ის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

25 სექტემბერი. 2019. 17:57

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში კინომწარმოებელი კომპანიის „Paramount Pictures“ ხელმძღვანელს ჯიმ გიანოპულოსს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

შეხვედრა ბიზნესმენ მაიკ ბლუმბერგის მიერ ორგანიზებული გლობალური ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში შედგა. საუბარი შეეხო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მომავალს და ჰოლივუდის კომპანიების მიერ საქართველოში ფილმების გადაღების პერსპექტივას.

 

სალომე ზურაბიშვილი დღეს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

 

 

big_banner
არქივი