მწერალთა სახლმა უცხოელი გამომცემლობებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში 9 საერთაშორისო პროექტი გამოავლინა.
„ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2019 წლის მესამე სააპლიკაციო პერიოდში შესული განცხადებებიდან გადაწყდა, რომ დაფინანსდება 9 საერთაშორისო პროექტი.
გერმანულად ითარგმნება შემდეგი წიგნები:
ანა კორძაია-სამადაშვილი - „ზინკა ადამიანი“ - Frankfurter Verlagsanstalt
შორენა ლებანიძე - „ეს მე ვარ - ფიროსმანი“ - J & D Dagyeli Verlag
დანიელ ჭონქაძე - „სურამის ციხე“ - Arco Verlag
მიხეილ ჯავახიშვილი - „ჯაყოს ხიზნები“ - Arco Verlag
ფრანგულად ითარგმნება:
გიორგი კეკელიძე - „თომას ზღაპრები“ - Meduza
დავით კლდიაშვილი - „უბედურება“ - l’Espace d’un instant (Maison d’Europe et d’Orient)
იტალიურად ითარგმნება:
პოეტური კრებული - მანონ ბულისკერია, ელა გოჩიაშვილი, ეთერ თათარაიძე, მაია სარიშვილი, ეკა ქევანიშვილი, მარიამ წიკლაური, კატო ჯავახიშვილი, ანტონელა ანედა, მარია პია კუინტავალა, ნოემი დე ლისი, რიტა პაცილიო, ანიტა პისკაცი, როსარია ლო რუსო, ფრანჩესკა სერანოლი - La Vita Felice - Tempo Libro
თურქულად ითარგმნება:
ირაკლი კაკაბაძე - „გამოსვლის წიგნი“ - Dante Publishing
არაბულად ითარგმნება:
ოთარ ჭილაძე - „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ - Al Kotob Khan Publishing & Distribution