logo_geo
შოთიკო ნოზაძე: რა თქმა უნდა, გულისტკენა იყო, იქაურობა ჩემი მეორე სახლივითაა
- +

17 ოქტომბერი. 2019. 02:05

 

მსახიობი შოთიკო ნოზაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ ითამაშებს. მიზეზი „რუსთავი 2“-ზე „კომედი შოუში“ მუშაობის დაწყებაა, რაც სერიალის შემქმნელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

შოთიკოსთვის რთული აღმოჩნდა სერიალთან გამოთხოვება: რა თქმა უნდა, გულისტკენა იყო, რადგან ხუთი წელია, სერიალის გუნდთან ერთად ვცხოვრობ და იქაურობა ჩემი მეორე სახლივით იყო. შევიძინე უამრავი მეგობარი, ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს „ჩემი ცოლის დაქალებთან“ და ამიტომ რთული იყო ჩემთვის იქიდან წამოსვლა, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რთული იყო გუნდთან დამშვიდობება. კარგია, რომ ისევ იუმორის სფეროში განვაგრძობ მუშაობას“.

სერიალიდან წამოსვლის სხვა მიზეზებზე მსახიობი არ საუბრობს, ამბობს მხოლოდ, რომ რაღაცეებზე ვერ შეთანხმდბებ. "ზუსტად ვიცი, რომ ჩემი დაკარგვა არ უნდოდათ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. სიახლეები ყოველთვის კარგია. თუ აქამდე მაყურებელი ჩემგან ელოდა მხოლოდ თენგოს, ახლა იქნება ჩემგან გელა, ჯემალა და ნარგიზა, ალბათ", - ამბობს მსახიობი ჟურნალს "სარკესთან" ინტერვიუში. 

 

 

big_banner
არქივი