logo_geo
რეზო გაბრიაძის მოთხრობებზე შექმნილი მულტფილმი „ოსკარის“ ნომინანტთა სიაში მოხვდა
- +

18 ოქტომბერი. 2019. 16:06

 

რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი მულტფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“, „ოსკარის“ ნომინანტებს შორის, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიის ე.წ. ლონგლისტში მოხვდა. ამ სიაში ახლა 32 სრულმეტრაჟიანი მულტფილმია, „შორთლისტი“ კი 2020 წლის 13 იანვარს გამოქვეყნდება.

 

მულტფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ 2018 წელს მწერლის, რეჟისორისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა. სურათის რეჟისორი ლევან გაბრიაძეა. ანიმაციურ ფილმს ინგლისურ ენაზე „REZO“ ჰქვია და „ოსკარის“ ნომინანტთა სიაშიც სწორედ ამ სახელითაა.

 

big_banner
არქივი