logo_geo
ესპანეთში, ქართული ფილმების რეტროსპექტივას „მანდარინები“ გახსნის
- +

20 ოქტომბერი. 2019. 01:32

 

 

ესპანეთში, ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართული ფილმების რეტროსპექტივას ოსკარის ნომინანტი ფილმი - ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ გახსნის.

 

ასევე, დღევანდელ პროგრამაშია ანა ურუშაძის „საშიში დედა“, ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“, ელენე ნავერიანის „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“, გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“, ნანა&სიმონის „გრძელი, ნათელი დღეები“ და ელმარ იმანოვის აზერბაიჯანულ-ქართული კოპროდუქცია „სეზონის დასასრული“

 

წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება და ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია ლევან აკინის ფილმი - „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

 

ვალიადოლიდის კინოფესტივალი 1956 წლიდან იმართება და იგი ესპანეთში საავტორო კინოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. სხვადასხვა დროს იგი დაკავშირებული იყო ისეთ სახელებთან, როგორებიცაა – პედრო ალმადოვარი, კენ ლოუჩი, არტურ პენი, ინგმარ ბერგმანი, ლუკინო ვისკონტი, ფრანსუა ტრიუფო, ვონგ კარ-ვაი, ანჟეი ვაიდა, ნიკიტა მიხალკოვი და სხვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი