logo_geo
ფესტივალი „ციფრული თბილისი“ გაიხსნება
- +

25 ოქტომბერი. 2019. 01:44

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი  პროექტს „ციფრული თბილისი“ მასპინძლობს, რომელიც პირველად საქართველოში 25-28 ოქტომბერს გაიმართება. პროექტი ფრანგული მულტიმედიური ფესტივალის „სკოპიტონ”-ის ( შცოპიტონე. შტერეოლუხ. ნანტი. საფრანგეთი) შვილობილ ფესტივალს წარმოადგენს თბილისში, ადაპტირებულს ქართული სახელოვნებო სცენისთვის.


როგორც „რეპორტიორს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტი ,,ციფრული თბილისი”, ფრანგული მულტიმედიური ფესტივალის შცოპიტონე-ის (ნანტი, საფრანგეთი) შვილობილი ფესტივალია თბილისში, რომელიც მორგებულია ქართულ სახელოვნებო სივრცეს.

მათივე თქმით, პროექტის მთავარი მიზანია საერთაშორისო არტისტებისთვის საქართველო იქცეს ადგილად, სადაც ლოკალურ არტისტებთან ერთად შეძლებენ ახალი და ინოვაციური კო-პროდუქციის შექმნას. ქართული თანამედროვე ხელოვნებისთვის ეს უნიკალური და ინოვაციური პროექტი, რომელიც წლიდან წლამდე შეეცდება ქართული ციფრული ხელოვნება გახადოს მეტად ცნობადი და იპოვოს ადგილი ციფრულ სამყაროს მსოფლიო ბაზარზე.

ციფრული თბილისი 2019 მიეძღვნება ნანტისა და თბილისის დამეგობრების 40 წლის იუბილეს.

შცოპიტონე უკვე 18 წელია ყოველწლიური ფესტივალია ქალაქ ნანტში, რომელიც აერთიანებს მუსიკას, პერფორმანსის ხელოვნებას, გამოფენებს, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას, მედია ხელოვნებისა და გამოხატვის ახალ გზებსა და ინსპირაციებს.

 

„ციფრული თბილისის“ მიზანია ფრანგულ “შცოპიტონესთან“ კოლაბორაციის შედეგად, ქართველ ხელოვანებთან ერთად შეიქმნას საინტერესო კო-პროდუქცია საერთაშორისო სახელოვნებო სცენისთვის და, პარალელურად, თბილისი, ფესტივალის ფარგლებში, წლიდან-წლამდე საერთაშორისო არტისტებისთვის მიმზიდველ პროფესიულ ჰაბად იქცეს.

 

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

  

 

big_banner
არქივი