logo_geo
ლოს-ანჯელესში ფილმ „შინდისის“ ჩვენება გაიმართა
- +

6 ნოემბერი. 2019. 13:42

 

„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში, „ვრაპ სქრინინგ სერიებმა“ (#TheWrapScreeningSeries) ლოს-ანჯელესში საქართველოს კანდიდატი ფილმის „შინდისის“ ჩვენებას უმასპინძლა.

 

ჩვენებას ამერიკის კინოაკადემიის წევრები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია ფილმის რეჟისორ დიმიტრი ცინცაძესთან და პროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავასთან.

 

„შინდისის“ მორიგი ჩვენებები 7 და 8 ნოემბერს არის დაგეგმილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი