დეკანოზი გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ ლევან აკინის ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ", მოტყუებით გააბეს მისი ტაძრის მგალობელი, მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, მალხაზ ქოიავა, რომელმაც ერთ-ერთ სცენაში ქართული სიმღერა „წინწყარო“ შეასრულა. დეკანოზი ყვება, რომ ქოიავას მოატყუეს და უთხრეს, რომ ფილმი ქალ-ვაჟის ტრადიციულ სიყვარულზე იყო.
„ამ ფილმში სრულიად მოტყუებით გააბეს როგორც პატარა ბავშვები ასევე ხელოვნების წარმომადგენლები, კერძოდ ჩვენი ტაძრის ერთ-ერთი მგალობელი. მოტყუებით ჩაწერეს ეს ადამიანები და უთხრეს, რომ ქართულ ტრადიციებზე იღებდნენ ფილმს და სჭირდებოდათ, რომ ერთ-ერთ სცენაში „წინწყარო“ ემღერათ. ჩვენ დაწყებული გაქვს კონსულტაციები იურისტებთან და მოვამზადებთ სარჩელს“, - აცხადებს დეკანოზი გიორგი რაზმაძე.