logo_geo
“შინდისის გმირებმა“ საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი აიღო
- +

13 ნოემბერი. 2019. 00:52

 

 

საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  რეჟისორ დიმიტრი ცინცაძის ფილმმა „შინდისის გმირები“, ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის  გრან პრი  მოიპოვა, ხოლო თავად ფილმის ავტორი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

 

ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომზეა. 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი. ფილმი მათ რეალურ ისტორიას ასახავს. ფილმისთვის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. აღსანიშნავია, რომ ფილმი საქართველოს კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიაზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში წარსადგენად შეარჩია.

 

 

big_banner
არქივი