logo_geo
2019 წლის საბავშვო ევროვიზიაში პოლონეთმა გაიმარჯვა
- +

25 ნოემბერი. 2019. 01:06

 

 

 

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი ვიკი გაბორი გახდა სიმღერით შუპერჰერო. კონკურსანტმა 278 ქულა მიიღო.

 

საქართველოს წარმომადგენელი გიორგი როსტიაშვილი 69 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.

 

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს პოლონეთმა უმასპინძლა. ქართველი კონკურსანტი მე-6 ნომრად გამოვიდა. როსტიაშვილმა შეასრულა დათო ევგენიძის საკონკურსო სიმღერა „გვინდა გვიყვარდეს“ .

 

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

big_banner
არქივი