თბილისის მწერალთა სახლში, ხვალ, 3 დეკემბერს, 18: 30 საათზე, მწერალ მარინა თექთუმანიძის ახალი წიგნის - „საკუთარ თავთან მოლაპარაკე“, წარდგენა გაიმართება.
როგორც მწერალი და ჟურნალისტი მაია კახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ეს მარინა თექთუმანიძის V კრებულია.
“ მთელი გულით ვულოცავ „ახალი პირმშოს“ დაბადებას და ბეევრ სიხარულს და წარმატებას ვუსურვებ. ჰოდა, გეპატიჟებით ყველას, ვისაც მარინა და მისი შემოქმედება გიყვართ“, - წერს მაია კახიძე.