logo_geo
ნათია თოდუამ კალიფორნიის ფესტივალზე „საუკეთესო სოლო შემსრულებლის“ ნომინაციაში გაიმარჯვა
- +

6 დეკემბერი. 2019. 14:43

 

 

ნათია თოდუა საერთაშორისო ფესტივალ „Music Video Underground Festival“-ის გამარჯვებული გახდა.

 

თოდუამ ნომინაცია „საუკეთესო სოლო შემსრულებელი“ მოიგო.

 

მომღერალი ნომინაციაში სიმღერისთვის „Love letter“ იყო წარდგენილი.

 

ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური ვიდეორგოლების კონკურსი ყოველთვიურად იმართება და მასში მთელი მსოფლიოდან შერჩეული შემსრულებლები მონაწილეობენ. კონკურსი კალიფორნიაში იმართება.

 

ნათია თოდუა გერმანიაში პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის (The Voice of Germany) გამარჯვებული და საქართველოს პირველი არხის მეგაშოუს – „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრია.

 

big_banner
არქივი