logo_geo
კახური სიმღერის უკანასკნელი მოჰიკანი, ანდრო სიმაშვილი გარდაიცვალა
- +

13 დეკემბერი. 2019. 01:03

 

კახური სიმღერის უკანასკნელი მოჰიკანი, არაერთი თაობის აღმზრდელი ანდრო სიმაშვილი გარდაიცვალა.

 

როგორც სოციალურ ქსელში, ხალხური სიმღრების შემსრულებელი გიორგი უშიკიშვილი  წერს, ანდრო სიმაშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოსთვის და მათთვის, ვინც იცის ქართული ხალხური სიმღერის ფასი.

 

 

კახური სიმღერის უკანასკნელი მოჰიკანიც გარდაიცვალა – ანდრო სიმაშვილი. მრავალი თაობის აღმზრდელი. სიცოცხლის ბოლო წუთამდე საქართველოზე მოფიქრალი კაცი. ჩვენი პედაგოგი და მეგობარი. ანდრო სიმაშვილის გარდაცვალებით დასრულდა ეპოქა. ეპოქა, სადაც ის წარსულის მარგალიტებს უხვად აფრქვევდა და გვასაჩუქრებდა.

ანდრო პაპას გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოსთვის. დანაკლისია მათთვის, ვინც იცის ქართული ხალხური სიმღერის ფასი. დიდი მადლობა მას ღირსეული ცხოვრებისთვის. მადლობა, რომ გვასწავლა, გვარიგებდა და მუდამ ჩვენს გვერდით იდგა. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა”, - წერს გიორგი უშიკიშვილი.

 

ქართველ ლოტბარს, ხელოვნების ქურუმსა და თელავის საპატიო მოქალაქეს – ანდრო სიმაშვილს თელავში ვარსკვლავი 7 ივლისს,  ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებლის წინ გაუხსნეს.

 

 

big_banner
არქივი