logo_geo
10-წლიანი მუშაობის შედეგად გამოცემული უნიკალური ჩანაწერები
- +

17 დეკემბერი. 2019. 01:41

 


მომღერალი მიხეილ ჯავახიშვილი სოციალიურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ დამზადდა ჩიპები, სადაც ქართული ხალხური სიმღერის 2081, ქართული საეკლესიო გალობის 364 და ქართული ცეკვის 46 უნიკალური აუდიო/ვოდეო ჩანაწერია შესული - სულ 2491 ჩანაწერი.

 

„ეს ჩიპებია-საქართველოს შეუფასებელი განძი,  დასრულდა უნიკალური გამოცემის ამბავი -GEORGIA - History, Culture, Ethnography. გამოცემა, რომელიც მთელი მსოფლიოში ყველა უმაღლეს კულტურულ ცენტრში განთავსდება და საქართველოს სიმბოლო გახდება.

დიდი მადლობა ყველას ვინც ამ გამოცემაზე 10 წლის მანძილზე იმუშავა. მანანა ხვედელიძე, თქვენი წვლილი შეუფასებელია ამ საქმეში. ნინო კალანდაძე, უდიდესი შრომა ჩადე ამ პროექტში!

უღმესი მადლობა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ნდობისთვის. 10 წელია მისი ხელმძღვანელობით კეთდება ეს საქმე. ეს გამოცემა ბატონი ანზორის ღვაწლის და ფასდაუდებელი შრომის უდიდესი გამარჯვებაა”, - წერს მიხეილ ჯავახიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

big_banner
არქივი