logo_geo
მარინა ჯანაშიას 70 წელი შეუსრულდა - კულტურის სამინისტრო ულოცავს
- +

29 დეკემბერი. 2019. 22:45

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საქართველოს დამსახურებულ არტისტ მარინა ჯანაშიას, 70 წლის იუბილეს ულოცავს და ჯანმრთელობას, სიხარულსა და შემოქმედებით წარმატებას სურვებს.

 

შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტის მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფის დამთავრების შემდეგ მსახიობი აქტიურ თეატრალურ ცხოვრებას იწყებს.

მან გამორჩეული სახეები შექმნა ისეთ სპექტაკლებში, როგორიც იყო „ანტიგონე”, „ჩვენი მელოდიები“, „რომეო და ჟულიეტა“, „ქალის ტვირთი“, „ტარტიუფი“, „მშვენიერი ქართველი ქალი“, „ოტელო“, „თავადის ასული მერი“, „ევრიდიკე“, „ისევ ვოდევილები“, „კარმენი“, „ანა ფრანკის დღიური“, „ჯინსების თაობა“, კავკასიური ცარცის წრე“, „კატა თუნუქის ცხელ სახურავზე“, „მოხუცი ჯამბაზები“, გედის სიმღერა“, „ვგევართ ჩვენ ლტოლვილებს?“, „მარიამ სტიუარტი“, „ასულნი“, „უკანასკნელი დედოფალი“, „მზის დაბნელება საქართველოში“ და სხვა..

 

მარინა ჯანაშიას, გარდა თეატრისა შექმნილი აქვს ყველასთვის საყვარელი კინო სახეები ფილმებში: „ნუცა“, „საქმე გადაეცემა სასამართლოს“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (რაიკომის მდივანი), „გზის დასაწყისი“, „კუკარაჩა“, „მარადისობის კანონი“, „ცოდვის შვილები“, „მარტოხელა მონადირე“, „დინოზავრის კვერცხი“, „მშვიდობით, ქალბატონო“ და სხვა.

 

მსახიობის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ისეთ ცნობილ სატელევიოზიო და რადიო სპექტაკლებს, როგორიც იყო „მე შენ მიყვარხარ“, „თეთრი კურდღელი“, „უჩინარი“, და „პატარა უფლისწული“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

 

 

 

big_banner
არქივი