logo_geo
2019 წლის საუკეთესო ფილმი დასახელდა
- +

5 იანვარი. 2020. 18:59

 

 

ამერიკის კინოკრიტიკოსთა საზოგადოებამ 2019 წლის საუკეთესო ფილმად სამხრეთკორეელი რეჟისორის პონ ჯუნ-ხოს ფილმი „პარაზიტი“ დაასახელა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდი იუწყება.

 

ამ ფილმმა საუკეთესო სცენარის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.

 

საუკეთესო რეჟისორად კრიტიკოსებმა გრეტა გერვიგი დაასახელეს დრამატული ფილმისთვის „პატარა ქალები“.

 

საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ანტონიო ბანდერასი („ტკივილი და დიდება“) დაასახელეს, საუკეთესო მსახიობი ქალი კი მერი ქეი ფლეისი („დიანა“) გახდა.

 

საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის ჯილდო მიიღო კლერ მათონმა ფილმისთვის „გოგონას პორტრეტი ცეცხლში“ და „ატლანტიკა“.

 

big_banner
არქივი