logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ჩიჩილაკს და კალანდას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი უნდა მიენიჭოს
- +

14 იანვარი. 2020. 02:17

 

 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ მომავალში, იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ჩიჩილაკი და კალანდის  დღესასწაული შევიდეს.

გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენს ჩიჩილაკს და კალანდას მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შალვა რადიანის სახელობის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიებას "კალანდა 2020"-ს დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას კალანდა მიულოცა.

მუზეუმი, სადაც პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისათვის კალანდობის უძველესი ტრადიცია გაცოცხლდა სოფელ დვაბზუში, 1985 წლის 20 ოქტომბერს აკადემიკოს შალვა რადიანის (შეწირულის) სახლში დაარსდა.

შენობა წარმოადგენს ძველებურ ოდა- სახლს ჩუქურთმებიანი მოაჯირით. რადიანის მუზეუმის ბაზაზე კი, 2009 წელს ეთნოგრაფიული მუზეუმი დაფუძნდა.

მუზეუმში წარმოდგენილია გურული კარ- მიდამოსათვის დამახასიათებელი დამხმარე ნაგებობები: სამზადი სახლი, ბეღელი, ნალია. ოდა- სახლი, მარანი და ჭა. ექსპონატებად კი წარმოდგენილია გურიისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და ყოფითი კულტურის ამსახველი მასალა: საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები: ოჯინჯალა, ჩეჩო, კერია, კეცი, ფილი, სპილენძის თუნგი, კარდალა, ხის გობი, ხის ჯამები, აკვანი, საჩეჩელი, ორშიმო, გოდორი, კალათი, სკამ-ლოგინა, შუაცეცხლზე ჩამოსაკიდი ჯაჭვი, კოპე, ორკოპე, ხის მაგიდა სამფეხა სკამებით, ჩამური და სხვ.

 

 

big_banner
არქივი