logo_geo
ქართული ეკლესიებიდან რუსეთში გატანილი 137 მლნ -ის საგანძური ერმიტაჟში გამოფინეს
- +

18 იანვარი. 2020. 00:12

 


ინტერნეტმომხმარებელი სახელით დანიელ სავანელი, სოციალურ ქსელში, მეფის რუსეთის მიერ ქართული ეკლესიებიდან გატანილი ქართული საგანძურის შესახებ წერს:


რევოლუციამდელი საქართველოდან, რუსეთში გატანილი ქართული საგანძურის და ექსპონატების, ძალიან უმნიშვნელო ნაწილი გამოფენილია ერმიტაჟში. იგი არის იმ აურაცხელი ქონების, ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც რუსეთის იმპერიამ გაიტანა საქართველოდან.

რევოლუციამდელი ქართველი მეცნიერის, თეოლოგიის დოქტორისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის გამოკვლევით და გაანგარიშებით, რუსმა ეგზარხოსებმა ქართული ეკლესიებიდან 137 მილიონი მანეთის ძვირფასეულობა გაიტაცეს. ასევე მეცნიერის, ისტორიკოსისა და მკვლევარის, ნიკოლოზ დურნოვოს გამოკვლევით, ჯერ მარტო 1907 წლამდე, რუსეთის მთავრობამ, ეგზარხოსების მეშვეობით ქართველ ერს, მაშინდელი შეფასებით 150 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა წაართვა. ნიკოლოზ დურნოვო საბოლოოდ კრემლის ბრძანებით, კომუნისტებმა დახვრიტეს 1937 წელს, 1938 წელს კი, ასევე დახვრიტეს მისი ორი ვაჟი-შვილი.

ერმიტაჟში არსებული ქართული საგანძურის ეს მცირე ნაწილი, წლების მანძილზე ერმიტაჟის სათადარიგო საცავებში ინახებოდა, მხოლოდ 2006 წლიდან გამომზეურდა ისინი ოფიციალურად და მუდმივ საექსპოზიციო ექსპონატებად გამოიფინა. ვინ იცის, კიდევ ქართული საგანძურის რამდენი ექსპონატი არის, ერმიტაჟის საცავებში გადანახული, რომელებიც მიზეზთა გამო, ჯერ კიდევ არ გამოუმზეურებიათ“, - წერს დანიელ სავანელი.


მისივე ინფორმაციით, ერმიტაჟში დღეისთვის უკვე გამოფენილი, დღემდე შემორჩენილი ქართული საგანძურის ფოტოები, გადაიღო და მიაწოდა სანქტ-პეტერბურგელმა ფოტოგრაფმა, დენის ბელეცკიმ.

 

image

 


image

 

 

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

 

image

 

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

 

image

 

 

big_banner
არქივი