logo_geo
„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ „ნეტფლიქსის“ 50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა
- +

27 იანვარი. 2020. 12:31

 

 

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ 50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა. გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ „ნეტფლიქსის“ 50 საუკეთესო ფილმის სია გამოაქვეყნა. 

 

ფილმში „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ მონაწილეობენ მსახიობები: ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე, ბერტა ხაფავა, ციცია ქუმსიაშვილი, გიორგი ხურცილავა, გიორგი ტაბიძე, გოვენი ჭეიშვილი, დიმიტრი ორაგველიძე…

 

სიუჟეტი მოგვითხრობს სამი თაობის წარმომადგენელთა შესახებ, რომლებიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და ცხოვრებისეულ სირთულეებსა თუ ადამიანურ განცდებს გადმოგვცემენ.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია „ნეტფლიქსმა“ შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება.

ფილმი მრავალი კინოფესტივალის პრიზიორია.

 

big_banner
არქივი