logo_geo
დღეს „სიცილის დედოფლის“, მზია კვირიკაშვილის დაბადების დღეა
- +

27 იანვარი. 2020. 12:37

 

 

დღეს ქართველი ესტრადის მსახიობის, საქართველოს „სიცილის დედოფლად“ წოდებული  მზია კვირიკაშვილის დაბადების დღეა.

 

 

 

 

„ნინოობას დავიბადე და მზია დამარქვესო“, - ხშირად კურიოზად ჰყვებოდა თურმე.

კარიერის განმავლობაში მზია კვირიკაშვილმა მაყურებლისთვის საყვარელი მრავალი სასცენო როლი შექმნა. ის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ესტრადაზე. იყო წარმატებული პროექტის  - „იუმორინას“ ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და თანაავტორი.

 

 

 

 

მზია კვირიკაშვილი თბილისში, 2010 წლის 28 ივლისს, 61 წლის ასაკში ღვიძლის კიბოსაგან გარდაიცვალა. მსახიობი მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული.

 

big_banner
არქივი