დღეს ქართველი ესტრადის მსახიობის, საქართველოს „სიცილის დედოფლად“ წოდებული მზია კვირიკაშვილის დაბადების დღეა.
„ნინოობას დავიბადე და მზია დამარქვესო“, - ხშირად კურიოზად ჰყვებოდა თურმე.
კარიერის განმავლობაში მზია კვირიკაშვილმა მაყურებლისთვის საყვარელი მრავალი სასცენო როლი შექმნა. ის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ესტრადაზე. იყო წარმატებული პროექტის - „იუმორინას“ ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და თანაავტორი.
მზია კვირიკაშვილი თბილისში, 2010 წლის 28 ივლისს, 61 წლის ასაკში ღვიძლის კიბოსაგან გარდაიცვალა. მსახიობი მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული.