logo_geo
გურულების განსაკუთრებული საჩუქარი ოთარ რამიშვილს
- +

28 იანვარი. 2020. 18:24

 

არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორისა და შემსრულებლის ოთარ რამიშვილის მიმართ პატივისცემა გურულებმა ორიგინალური საჩუქრით გამოხატეს. მათ ჩოხატაურის რაიონის ცენტრის სკვერში ხელოვანის ფოტო განათავსეს.

 

მიშიკო რამიშვილი, ოთარ რამიშვილის შვილი აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

 

„ვენაცვალე გურულებს, ჩოხატაურის რაიონის ცენტრის სკვერში, სადაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ნოდარ დუმბაძის, ანა კალანდაძის და სხვათა პერსონების ბილბორდს შეემატა ოთარ რამიშვილის ბილბორდი. ყოჩაღ გამგებელს ირაკლი კუჭავას.

 

ვიმედოვნებ, თბილისში, საბურთალოზე, ოთარ რამიშვილის სახელობის ქუჩას და სკვერსაც, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არის დაფიქსირებული, ოდესმე ექნება ამოსაცნობი ნიშანი“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი