logo_geo
ლაშა ჩხარტიშვილი: ზაზას ღირსების საქმე იყო თეატრში კარგი სპექტაკლის დადგმა
- +

5 თებერვალი. 2020. 15:00

 

 

რეჟისორ ზაზა ხალვაშის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ეხმაურება:

 

„ღამეებს ვათენებდით რეპეტიციებზე, არადა არ ევალებოდა… თვითონ არ დგამდა, მაგრამ მისი პრესტიჟის და ღირსების საქმე იყო იმ თეატრში კარგი სპექტაკლის დადგმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა. რასაც აკეთებდა, ყოველთვის აღმაფრენით აკეთებდა, რაც არ უნდა არაშემოქმედებითი საქმე ყოფილიყო.

 

ღირსეული კაცი და ღირსეული შემოქმედია ზაზა ხალვაში.

 

ვერ ვიჯერებ, ძნელი დასაჯერებელია, არც მინდა დავიჯერო…

 

ძალიან ვწუხვარ და თანავუგრძნობ მის არაჩვეულებრივ, სიკეთით და პროფესიონალიზმით, ასევე ღირსებით აღსავსე ოჯახს…“

 

რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი პოეტ ფრიდონ ხალვაშის შვილი იყო.

 

ზაზა თბილისში საკუთარ ბინაში გარდაიცვალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევა გახდა.

 

რეჟისორმა თავისი საქმე თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნოში შეისწავლა.

 

მისი ფილმი „ნამე“ საქართველომ „ოსკარზე“ წარადგინა. ნამუშევარმა არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ყურადღება მიიპყრო.

 

 

big_banner
არქივი