logo_geo
ბილი აილიშმა ჯეიმს ბონდის ახალი ფილმისთვის სიმღერა ჩაწერა
- +

16 თებერვალი. 2020. 00:21

 

 

ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა ბილი აილიშმა ჯეიმს ბონდის ახალი ფილმისთვის No Time to Die სიმღერა ჩაწერა. მუსიკალური ვიდეო მომღერლის YouTube არხზე გამოქვეყნდა.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჯეიმს ბონდის შესახებ ახალ ფილმში მთავარ სიმღერას ბილი აილიში შეასრულებდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფილმის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.

 

ჯეიმს ბონდზე ახალი ფილმის პირველი ტრეილერი გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა. ფილმის სახელწოდებაა „სიკვდილის დრო არ არის“. ბრიტანელი სპეცაგენტის როლს უკვე მეხუთედ დენიელ კრეიგი, ხოლო მთავარ ბოროტ პერსონაჟს რამი მალეკი თამაშობს.

 

ფილმის რეჟისორი კერი ფუკუნაგაა, რომელმაც ამ თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოში დენი ბოილი შეცვალა. ფილმის პრემიერა 2020 წლის აპრილში გაიმართება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი