logo_geo
ოზი ოსბორნმა პარკინსონის დაავადების გამო ჩრდილოამერიკული ტურნე გააუქმა
- +

18 თებერვალი. 2020. 21:33

 

 

მომღერალმა ოზი ოსბორნმა ჩრდილოამერიკული ტურნე გააუქმა და პარკინსონის დაავადების მკურნალობას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

71 წლის როკ-მომღერალს პარკინსონის დაავადება ერთი თვის წინ დაუდგინეს, მიმდინარე წლის აპრილში კი ის სამკურნალოდ შვეიცარიაში გაემგზავრება. ოზი ოსბორნის ჩრდილოატლანტიკური ტურნე მაისში, ატლანტაში უნდა დაწყებულიყო.

 

„სამწუხაროდ, აპრილამდე შვეიცარიაში ვერ გავემგზავრები, მკურნალობა კი 6-8 კვირა გრძელდება. არ მინდა ტურნეს დაწყება, თუ შესაძლებელია, რომ მერე მისი ნაადრევად დასრულება მომიწიოს. ეს მსმენელების მიმართ უსამართლო იქნებოდა“, - განაცხადა ოზი ოსბორნმა.

 

რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის კონცერტებს, რომლებიც ოქტომბერში არის დაგეგმილი, მათ გაუქმებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

 

 

big_banner
არქივი