logo_geo
ბოლივუდში ცნობილი გერმანული ფილმის „გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი“ რიმეიქს გადაიღებენ
- +

18 თებერვალი. 2020. 21:45

 

 

ინდოეთში, ბოლივუდში რეჟისორ ტომ ტიკვერის ყველაზე პოპულარული ფილმის „გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი“ რიმექის გადაიღებენ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სურათზე კომპანია Sony Pictures India იმუშავებს. უკვე ცნობილია, რომ მთავარ როლებს ფილმში ტაპსი პანუ და ტაჰირ რაჯ ბასინი შეასრულებენ, რეჟისორის სავარძელს კი აკაშ ბჰატია დაიკავებს.

 

„გაიქეცი, ლოლა, გაიქეცის“ პრემიერა 1998 წელს, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სურათმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და პარალელურად დიდ კომერციულ წარმატებასაც მიაღწია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი