logo_geo
ქართველ მოცეკვავეთა წყვილი მსოფლიო საუკეთესო 15-ეულში მოხვდა
- +

4 მარტი. 2020. 02:38

 

 

იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში, სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში, საერთაშორისო შეჯიბრება (პრადო) გაიმართა, სადად მონაწილეობას 40 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ახალგაზრდების ქვეჯგუფში 1 ადგილი საქართველოს წარმომადგენლებმა, ოთარ წიკლაურმა და მარიამ მეგრელიძემ დაიკავეს (სტულია არტ დენსი ხელმძ. ლევან ახვლედიანი). აღნიშნული გამარჯვებით, ახალგაზრდები მსოფლიო რეიტინგში დაგროვებული ქულებით, საუკეთესო 25-ში მოხვდნენ, რაც სპორტულ შეჯიბრში პირველი შემთხვევაა.

 

საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობდა კიდევ ერთი წყვილი. დიდების ქვეჯგუფში, თეიმურაზ ცნობილაძემ და თინათინ ჩიტიძემ, 105 წყვილიდან, ნახევარფინალში ასპარეზობა მოახერხეს.

 

საერთაშორისო მსაჯი საქართველოდან ვანო კანდელაკი იყო.

 

ცნობისთვის, 29 თებერვალს, უკრაინაში, ქალაქ კიევში გამართულ წდსფ კყიევ ოპენ ყოუტჰ-ის კატეგორიაში, ოთო წიკლაურმა და მარიამ მეგრელიძემ მესამე, საპრიზო ადგილი დაიკავეს, რაც მათ მსოფლიო რეიტინგში ახალ პოზიციას დაუმკვიდრებს. ისინი უკვე მსოფლიო საუკეთესო 15-ეულში მოხვდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო პირველად არის წარმოდგებნილი მსოფლიოს ტოპ 15-ში.

 

წყარო:report.ge

 

 

big_banner
არქივი