logo_geo
მეგან მარკლს „სიმპსონების“ ერთ-ერთი პერსონაჟის გახმოვანება შესთავაზეს
- +

30 მარტი. 2020. 03:31

 

 

მეგან მარკლმა, რომელმაც პრინც ჰარისთან ერთად სამეფო ტიტული დათმო, მულტსერიალ „სიმპსონების“ შემქმნელებისგან სამუშაო წინადადება მიიღო. ამის შესახებ ехpress.co.uk იტყობინება.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, მულტსერიალის პროდიუსერები მარკლს უშუალოდ ჯერ არ დაკავშირებულან, თუმცა საკუთარი წინადადება მედიის საშუალებით გააჟღერეს.

 

 

„გავიგონე, რომ მეგანს ფილმების გახმოვანებაზე უნდოდა მუშაობა. ასე რომ თუ ამას კითხულობთ - დაგვირეკეთ“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.

 

 

რამდენიმე თვის წინ მეგანმა Disney-სთან გააფორმა კონტრაქტი. მსახიობი Disney-ის გმირებს გაახმოვანებს, მიღებულ შემოსავალს კი სპილოების დახმარების ფონდში გადარიცხავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი