logo_geo
ნიდერლანდებში, მუზეუმიდან ვან გოგის ნახატი მოიპარეს
- +

31 მარტი. 2020. 02:21

 

ნიდერლანდებში, Singer Laren-ის მუზეუმიდან ცნობილი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი მოიპარეს.

 

 

უცხოური მედიის ინფორმაციით, მუზეუმიდან ცნობილი მხატვრის ნახატი „ გაზაფხულის ბაღი“ კვირას მოიპარეს.  მათივე ცნობით, ქურდებს ხელოვნების სხვა ნიმუშები არ წაუღიათ.

 

 

ნამუშევარი 1884 წელს არის შესრულებული და ერთადერთი იყო ვან გოგის კოლექციიდან, რომელიც Singer Laren-ის მუზეუმში ინახებოდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი