logo_geo
ლედი გაგა ვირტუალურ კონცერტს გამართავს, რომელიც კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს მიეძღვნება
- +

17 აპრილი. 2020. 02:37

 

 

ტელეკომპანია BBC ლედი გაგას ვირტუალურ კონცერტს გააშუქებს, რომელიც 18 აპრილს გაიმართება. ჯიმი ფელონის, ჯიმი კიმელისა და სტივენ კოლბერტის შოუებში სპეციალური გადაცემა, One World: Together at Home გადაიცემა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად მომუშავე ექიმებს მიეძღვნება.

 

 

ლედი გაგას წამოწყებას ტეილორ სვიფტი, სელინ დიონი, ჯენიფერ ლოპესი, შონ მენდესი, კამილა კაბეიო, ალიშა ქისი და სემ სმიტი შეუერთდებიან.

 

 

ლედიმ გაგას განცხადებით, აღნიშნული ვირტუალური კონცერტის ფარგლებში თანხების მოზიდვა არ იგეგმება და მხოლოდ სოლიდარობის მესიჯის გადაცემას ემსახურება.

 

 

აღსანიშნავია, რომ მომღერალმა 35 მილიონი დოლარის მოზიდვას შეუწყო ხელი პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი