logo_geo
ტომ ჰარდი ბავშვებისთვის ღამე ზღაპრებს წაიკითხავს
- +

18 აპრილი. 2020. 15:48

 

 

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ტომ ჰარდი კორონავირუსის ფონზე, ბავშვებისთვის ძილის წინ, BBC-ის ეთერში  ზღაპრებს წაიკითხავს. ტომი ბავშვებისთვის ზღაპრებს ყოველს საღამოს, 27 აპრილიდან, 1-ლი მაისის ჩათვლით წაიკითხავს.

 

 

მსახიობი ზღაპრებს თავის კომპანიონთან, ფრანგულ ბულდოგთან ერთად წაიკითხავს, პირველი ზღაპარი „ჩამეხუტე“ იქნება.

 

 

27-აპრილს ტომი თავის რუბრიკას შემდეგი სიტყვებით გახსნის, - „გამარჯობა, მე ტომი ვარ. ზოგჯერ თავს ძლიერად და ბედნიერად ვგრძნობ, თუმცა არის დღეები, როცა მჭირდება ვინმე, ვინც ჩამეხუტება. დღევანდელი ღამის ზღაპარი პატარა კაქტუსზე, სახელად ფილიპეზეა, რომელსაც ასევე ჩახუტება სჭირდება“, - ნათქვამია BBC-ის სტატიაში.

 

 

big_banner
არქივი