logo_geo
"აკროშკას" დიეტა - 7 დღეში მინუს 5 კგ
- +

1 მაისი. 2020. 19:52

 

 

თუ გიყვართ ეს კერძი, მაშინ სხვა დიეტის ძებნა აღარ არის საჭირო. თქვენ სიამოვნებით დაიკლებთ წონაში.

"აკროშკას" დიეტით თქვენ ერთ კვირაში 5 კგ-ს დაიკლებთ. "აკროშკის" მომზადების ბევრი ვარიანტი არსებობს:

ხორცის;

თევზის;

ბოსტნეულის;

კეფირის;

სოკოსი და სხვა...

 

დიეტის დროს შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი ან ცვალოთ და მიირთვათ სხვადასხვა.

"აკროშკის" დიეტის ხანგრძლივობა მკაცრად განსაზღვრულია და მხოლოდ 7 დღეს შეადგენს. მისი გამეორება შეგიძლიათ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ. ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად კარგია "აკროშკის" განტვირთვის დღეების მოწყობაც.

 

ერთადერთი, რისი შეზღუდვაც მოგიწევთ "აკროშკის" მომზადების დროს, არის

მარილი და ცხიმი, დანარჩენი ინგრედიენტები თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ქვემოთ მოცემული რეცეპტების მიხედვით მომზადებული "აკროშკა" შეგიძლიათ გაანაწილოთ 4-6 მიღებაზე მთელი დღის განმავლობაში.

 

"აკროშკის" ვარიანტები:

 

ბოსტნეულის "აკროშკა" კეფირზე (მაწონზე)

გახეხეთ მსხვილ სახეხზე 2-3 კიტრი და 1 კონა ბოლოკი, წვრილად დაჭერით კამა, ოხრახუში და მწვანე ხახვი.

ყველა ამ პროდუქტს დაასხით 1 ლიტრი უცხიმო კეფირი (ან მაწონი).

მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.

 

ხორცის "აკროშკა" კეფირით

 

გახეხეთ მსხვილ სახეხზე 1-2 კიტრი,

დაუმატეთ 200 გრ ქათმის ან ძროხის მოხარშული ხორცი,

1-2 მაგრად მოხარშული კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი.

დაასხით 1 ლიტრი კეფირი.

მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.

 

სოკოს "აკროშკა" ბურახით

 

1 ლიტრ პურის ბურახში ჩაყარეთ 200 გრ მოხარშული და დაჭრილი სოკო,

2 მოხარშული კარტოფილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი,

მწვანე ხახვი და ცოტაოდენი ნიორი,

დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ნაკლებცხიმიანი არაჟანი.

მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.

 

 

თევზის "აკროშკა" ბურახზე

 

დაჭერით 200 გრ მოხარშული ან გამომცხვარი თევზი.

დაუმატეთ 1 გახეხილი კიტრი,

1 კონა ბოლოკი,

1 მაგრად მოხარშული კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი,

დაასხით 1 ლიტრი პურის ბურახი.

მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.

 

ბოსტნეულის "აკროშკა" მინერალურ წყალზე

 

გახეხეთ 1-2 კიტრი, 1 კონა ბოლოკი.

დაჭერით 1 პატარა თავი წინასწარ გათუთქული ყვავილოვანი კომბოსტო,

1 მოხარშული სტაფილო და კარტოფილი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და დაასხით 1 ლიტრი მინერალური წყალი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ნაკლებცხიმიანი არაჟანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი