logo_geo
საბედისწერო სიმღერა მარია კალასის ცხოვრებაში
- +

9 მაისი. 2020. 15:11

 

 

საოპერო ხელოვნების ყველა დროის უდიდესი მომღერლის მარია კალასის ცხოვრებაში დადგა დღე, როდესაც სიმღერა მისთვის საბედისწეროდ იქცა.

 

 

ამ დღეს კომპოზიტორი და დირიჟორი ლეონარდ ბერნსტაინი იხსენებდა:

 

 

“64 წელს ფრანკო ძეფირელისთან და მარიასთან “ნორმა”-ზე ვმუშაობდით. მარიას დიდი პრობლემები ჰქონდა მაღალ ნოტებთან და მე ვეუბნებოდი, რომ მარტივად შეუძლია თავი აარიდოს კრიტიკას, თუ თავისი პარტიის ორი ტონით დაბლა ტრანსპონირებას მოახდენს. პუბლიკის დიდი ნაწილი მაინც ვერაფერს მიხვდებოდა. ვევედრებოდი, მოეხმო გონებისთვის, მაგრამ მან უარი განაცხადა:

 

 

– არ შემიძლია, – მპასუხობდა ის, – ყველაფერი უნდა ვიმღერო, თუნდაც ეს ჩემი კარიერის კრახს ნიშნავდეს. კალასმა პარტიტურა ისე უნდა იმღეროს, როგორც არის დაწერილი.

 

 

ვერავინ შეაცვლევინა აზრი. შედეგად, ერთ-ერთ წარმოდგენაზე მესამე ოქტავის “დო”-ზე მისი ხმა ჩაწყდა. გრანდ-ოპერას დარბაზმა გაოცებისგან იგუგუნა. ორკესტრი გაჩერდა. დღემდე მახსოვს მუსიკოსების გაოგნებული და შეშინებული თვალები. მარია სცენაზე მიტკალივით თეთრი იდგა. წუთის განმავლობაში იატაკს მიაშტერდა, შემდეგ ამაყად ასწია თავი და მომცა ნიშანი, დამეწყო თავიდან. მეორედ იგივე პასაჟი იმღერა. ამჯერად ყველაფერი გამოუვიდა.

 

 

მესმოდა, როგორ ტიროდნენ დარბაზში, მეც ვერ შევიკავე ცრემლები. როგორი ფანტასტიკური სიმამაცეა. ფანტასტიკური!”

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი