logo_geo
იტალიელმა ქალმა გათამაშებაში პიკასოს €1 მილიონად შეფასებული ნახატი მოიგო
- +

21 მაისი. 2020. 18:36

 

 

იტალიელმა ქალმა ნაჩუქარი ბილეთით გათამაშებაში ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს €1 მილიონად შეფასებული ნახატი მოიგო. ამის შესახებ BBC წერს. ნამუშევარი მხატვარმა 1921 წელს შეასრულა. ზეთით შესრულებული ნახატის ზომა 23/46 სანტიმეტრია. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, გათამაშების მიზანი ქველმოქმედებაა და 51 ათასი ბილეთის გაყიდვით მათ €5.1 მილიონის შეგროვება შეძლეს. თითო ბილეთის ფასი €100 იყო. ბილეთების 29% პროცენტი საფრანგეთში გაიყიდა.

 

 

big_banner
არქივი