logo_geo
კინოაკადემია 2021 წლის „ოსკარების“ დაჯილდოების გადადებაზე მსჯელობს
- +

21 მაისი. 2020. 18:39

 


ამერიკის კინოაკადემია 2021 წლის „ოსკარების“ დაჯილდოების გადადებაზე მსჯელობს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Vარიეტყ ავრცელებს.

 

 

გამოცემის წყაროს მტკიცებით, დაჯილდოების 93-ე ცერემონიის გადადების ალბათობა საკმაოდ დიდია. მისივე თქმით, ახალი სავარაუდო თარიღის შესახებ მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. 2021 წლის „ოსკარების“ ცერემონია 2021 წლის 28 თებერვალს არის ჩანიშნული. ტელეკომპანია ABჩ-ში, რომელიც ცერემონიის ტრანსლირების უფლებას ფლობს, აცხადებენ, რომ თარიღი არ შეცვლილა.

 

 

მანამდე კინოთეატრების დახურვის გამო კინოაკადემიამ კანდიდატი ფილმების შერჩევის წესები შეცვალა. ახალი რეგლამენტის მიხედვით, მონაწილეობის უფლება იმ ფილმებსაც მიეცათ, რომელთა პრემიერაც ინტერნეტში შედგა, თუ მანამდე გამქირავებელი ფილმის კინოთეატრებში გაშვებას გეგმავდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი