logo_geo
გერმანელი პიანისტი 20-საათიან კონცერტს გამართავს
- +

30 მაისი. 2020. 15:26

 

 

გერმანელი პიანისტი იგორ ლევიტი 30 მაისს 20-საათიან კონცერტს გამართავს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, მუსიკოსი ერიკ სატის Vexations-ს დაუკრავს. ეს მუსიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ნაწარმოებია, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ნოტისგან შედგება, რომლებიც პიანისტმა 840-ჯერ უნდა გაიმეოროს. კონცერტი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. მისი პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას მსურველები 33 წლის პიანისტის სოციალურ ანგარიშებზე შეძლებენ.

 

 

ამ კონცერტის ლევიტს იმ სირთულეებზე უნდა ყურადღების გამახვილება, რომლებთანაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო მუსიკოსებს უწევთ გამკლავება.

 

 

„ხელოვანებს სცენა სჭირდებათ. მიმდინარე სიტუაცია ძალიან რთულია, მათ შორის ჩემთვისაც. კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო ვითარება მარტივი არ არის“, - ამბობს ლევიტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი