“ილიკო სუხიშვილი ახალ პროექტზე მუშაობს” – ქართული ნაციონალური ბალეტის, “სუხიშვილების” “ფეისბუქის” გვერდზე ამ სახელწოდებით განთავსდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ რეპეტიციობს ორ მოცეკვავესთან ერთად, ღია სცენაზე, ილიკო სუხიშვილი.
ანსამბლის აღმასრულებელი მენეჯერი და დირექტორის მოადგილე, ხატია ეკიზაშვილი, “პრაიმტაიმთან” აცხადებს, რომ ნაფეტვრების ღია სცენასთან დაკავშირებით ანსამბლს გეგმები აქვს.
“ილიკო ახალ ცეკვას დგას. ჯერ არც საბოლოო სახე აქვს ცეკვას და როგორც ვიდეოში ჩანს, ახლა მუშავდება. ამ პერიოდში რეპეტიციები არ გვქონია, ჩვენს საზაფხულო სცენაზე კი მხოლოდ ერთ წყვილთან მიდის რეპეტიცია.
ეს ჩვენი ღია სცენაა, ამჯერად სარეპეტიციოდ მას ვიყენებთ და მომავალში ბევრი გეგმაც გვაქვს. ჯერჯერობით, მეტს ვერაფერს გაგიმხელთ. დაგველოდეთ,“ - აცხადებს ხატია ეკიზაშვილი.