ბათუმში სულიკო ჟღენტის დაბადებიდან 95 წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიებაზე, რომელიც ბულვარის შესასვლელში, სულიკო ჟღენტის ძეგლთან გაიმართა, კინოდრამატურგის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს.
როგორც აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, ბათუმში სულიკო ჟღენტის მუზეუმი გაიხსნება. სულიკო ჟღენტი 20-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის, სცენარისა და 4 წიგნის ავტორია.