logo_geo
81 წლის იენ მაკკელენი ჰამლეტის როლს შეასრულებს
- +

27 ივნისი. 2020. 19:06

 

 

ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი სერ იენ მაკკელენი ჰამლეტის როლს შეასრულებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, 81 წლის მსახიობი უილიამ შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პერსონაჟს თეატრში Royal Windsor განასახიერებს. სპექტაკლის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. პირველად მაკკელენმა დანიის პრინცის როლი 50 წლის წინ შეასრულა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მაკკელენი ბრიტანული სცენის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მსახიობია, პუბლიკა მას უფრო კინოროლებით იცნობს, რომელთა შორისაც ყველაზე პოპულარულებია გენდალფი „ბეჭდების მბრძანებლიდან“, მაგნეტო „იქს-ადამიანებიდან“.

 

 

big_banner
არქივი